-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჯალაღონია დემურ დავითის ძე (17. VII. 1955, ჩხოროწყუ), ფილოსოფოსი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი (1979). იყო ფილოს. დოქტორი (1993), ასოცირებული პროფესორი (2009-2012), სრული პროფესორი (2012-2018), პროფესორი (2018-2025). დაიცვა დისერტაცია ფილოს. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „შემეცნების მსოფლმხედველობითი ჰორიზონტი“ (1993). იყო საქართვ. აგრ. უნ-ტის ფილოს. კათედრის გამგე (1993-1994); საქართვ. პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამეცნ.-კვლ. ცენტრის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე (1997-2006); ჟურნ. „ადგილობრივი თვითმმართველობის“ რედ. (2001-2005); ); თსუ-ის თანამედროვე ფილოს. კვლევის ცენტრის ხელმძღვ. (2001-2005); მუნიციპალური განვითარების ცენტრის პრეზიდენტი (2003); პოლიტოლოგიის ინ-ტის განყ-ბის გამგე, დირექტორის მოადგილე, (2005-2007); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ჟურნ. „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ რედ. (2009-2025); ჟურნ. „რელიგიის“ რედკოლეგიის წევრი (2008-2024); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის პოლიტ. ფილოს. კათედრის ასოცირებული პროფესორი (2009-2012); შემდეგ პროფესორი (2012-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ფილოს. სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ხელმძღვ. (2015-დან); თსუ-ის პოლიტ. ფილოს. კათედრის ხელმძღვ. (2015-დან); თსუ-ის ფილოს. საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების ხელმძღვ. (2009-დან); ჯ. დ. დაჯილდოებულია: წმ. ილია მართლის მედლით- წმ. ილია მართლის ტაძრის ქტიტორობისთვის (საქართვ. საპატრიარქო, 2015); წმ. ანთიმოზ ივერიელის მედლით (ბუქარესტის მიტროპოლია, წმ. ანთიმოზის მონასტერი, 2016); გამშვენებული ჯვრით (რიმნიკუს მიტროპოლია, რუმინეთი, 2023); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის შალვა ნუცუბიძის სახ. პრემიით (2024); თსუ-ის ოქროს მედლით (2025). არის არაერთი ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მაგ.: „The Human Phenomenon in Philosophical-Ttheological Discourse“ (2024); „Alethology as The First Philosophy, Georgian Christian Thought and Its Cultural Context“ (2014); „ადამიანის არსება სწრაფცვალებად გარემოში“ (2005); „ადამიანი და დისკურსი“ (2005); „სახელმწიფო: XI-XII კლასების სახელმძღვანელო“ (2007); „საჯარო მოსამსახურის სამაგიდო წიგნი“ (2002); „ფილოსოფიის შესავალი“ (2009).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჯალაღონია, დ. (თანაავტორი). (2009). Государство, Учевник для XI-XII класов. თბ., ლეგა, ISBN: 9789941910722; ჯალაღონია, დ. (თანაავტორი). (2009). Պետռեդյոեբ: სახელმწიფო: XI-XII კლასები. თბ., ლეგა. ISBN: 999409064; ჯალაღონია, დ. (2009). Доүләтб, სახელმწიფო: XI-XII კლასები. თბ., ლეგა, ISBN: 9789941910715; ჯალაღონია, დ. (2012). პოლიტიკური ფილოსოფიის შესავალი. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941437250; ჯალაღონია, დ. (თანაავტორი). (2016). ანთიმოზ ივერიელი - ქართულ-ევროპული დიალოგი. თბ., დობერა, ISBN: 9789941085703; ჯალაღონია, დ. (თანაავტორი). (2016). ანთიმოზ ივერიელი, დიდაქეები და სხვა თხზულებები. თბ., დობერა, ISBN: 9789941085697; ჯალაღონია, დ. (2018). პოლიტიკური ფილოსოფია. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941468476; ჯალაღონია, დ. (თანაავტორი). (2022). ანთიმოლოგიური შტუდიები. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941841231; ჯალაღონია, დ. (თანაავტორი) (2022). ანთიმოზ ივერიელი: თხზულებები: ტ. 2. თბ., ლოგოსი, ISBN: 0789941841237.